[rev_slider alias=”home-3″]
მიიღეთ სპეციალისტის უფასო კონსულტაცია

ეფექტური და საიმედო გადაწყვეტილებები

ოპტიმალური წყალგამწმენდი ტექნოლოგიის შერჩევა და სისტემის კვალიფიციური პროექტირება, საქმისადმი ჩვენი მიდგომის გამორჩეული თვისებაა.

გაძლევთ გარანტიას, რომ მოცულობის და სირთულის მიუხედავად, ყველა პროექტი მაქსიმალური ყურადღებით და  ოპტიმალურ დროში იქნება განხილული. გაეცანით ჩვენი საქმიანობის მიმართულებებს, გაგვიზიარეთ თქვენი ამოცანები.

წყლის ფილტრაციის თანამედროვე სისტემები

გამოყენების სფეროები


საყოფაცხოვრებო
კომერციული
სამრეწველო
საყოფაცხოვრებო

ჩვენ გთავაზობთ საყოფაცხოვრებო წყლის დამუშავების გამოცდილ ვარიანტებს სუფთა, უსაფრთხო სასმელი და საყოფაცხოვრებო წყლისთვის, რაც განაპირობებს ჯანმრთელობის განმტკიცებას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და კომფორტს.

საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ესაჭიროებათ უსაფრთხო, სუფთა სასმელი წყალი, დარბილებული წყალი ბანაობის, ტანსაცმლის და ჭურჭლის რეცხვისთვის. თუმცა, დღევანდელ გარემოში წყალი შეიძლება მინარევებისა და დამაბინძურებლების ფართო სპექტრს შეიცავდეს, რაც დამოკიდებულია წყლის მიწოდების წყაროსა და წყლის დამუშავების ხარისხზე. წყლით გადატანილი ბაქტერია-ვირუსები და ზოგიერთი დამაბინძურებელი შეიძლება ჯანმრთელობის გაუარესების რისკი და რიგი საყოფაცხოვრებო პრობლემები გამოიწვიოს.

კომერციული

ტეხტ
გთავაზობთ წყლის გამწმენდი ტექნოლოგიების მთელ რიგს, რომლებიც ეხმარება ბიზნესს ეფექტურად იმუშაოს და თავის მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტები მიაწოდოს.

ბიზნესს ესაჭიროება მაღალი ხარისხის წყალი მრავალი პროდუქტისა და სერვისისთვის, რომელსაც ის აწარმოებს და  მომხმარებლებს სთავაზობს. პრემიუმ სასმელებით დაწყებული სუფთა მანქანებით და საცურაო აუზებით დამთავრებული. გარდა ამისა, სხვადასხვა შენობების, საავადმყოფოების, სკოლები, უნივერსიტეტები და ოფისები, სჭირდებათ წვდომა სუფთა წყალთან, როგორც სასმელად, ასევე საყოფაცხოვრებო და საინჟინრო სისტემებში გამოყენებისათვის.

სამრეწველო

ჩვენი მრავალფეროვანი ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტილებების პორტფელი მოიცავს წყლის დამუშავების საჭიროებების ფართო სპექტრს და შექმნილია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ წყლის პრობლემების გადაჭრაში, რათა მიიღოთ სამრეწველო პროცესის წყლის სწორი რაოდენობა და ხარისხი.

წყალი მნიშვნელოვანი კომპონენტია თითქმის ყველა ინდუსტრიაში, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს როგორც მუშაობის უწყვეტ ციკლზე, ასევე მომგებიანობაზე. დღესდღეობით, მწარმოებელ მრეწველობაზე წყლის საერთო მოხმარების მეოთხედი ნაწილი მოდის, რომელიც სამომავლოდ კიდევ გაიზრდება.

ფილტრაციის სისტემების გამოყენება

დარგების და საინჟინრო სისტემების მიხედვით


ეფექტური წყალგამწმენდი ტექნოლოგიების გამოყენებით ENSO-ს სპეციალისტები ეხმარებიან მომხმარებელს მაღალი ხარისხის სასმელი, საყოფაცხოვრება და სხვადასხვა პროცესებში გამოსაყენებელი წყლის მიღებაში. ჩვენი საინჟინრო გადაწყვეტილებები უზრუნველყოფენ დაპროექტებული სისტემების ეკონომიურ და ხანგრძლივ ექსპლუატაციას.

ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ კონსულტაციას დარგის ტენდენციების და კონკრეტული ამოცანების მოთხოვნების მიხედვით და დაგეხმარებიან საუკეთესო შედეგების მიღებაში.

დაგვიკაშირდით
საყოფაცხოვრებო

  • წყლის დარბილება
  • ნადების საწინააღმდეგო სისტემები
  • სასმელი წყლის გაწმენდა
  • მთელი სახლის წყლის ფილტრაცია
  • პრობლემური წყლების კომპლექსური დამუშავება

კომერციული

  • სამრეცხაოები
  • საინჟინრო სისტემები
  • კაფე/რესტორნები 
  • სასტუმრო და ტურისტული ინფრასტრუქტურა
  • საზღვაო, სანაოსნო

სამრეწველო

  • ტექნიკური წყალი
  • მუნიციპალური
  • ჩამდინარე წყლები
  • თბოენერგეტიკა
  • დემინერალიზაცია
  • კვების და სასმელების მრეწველობა
  • ფარმაცეფტული/სამედიცინო წყალი

დაათვალიერე ჩვენი ასორტიმენტი

წყლის გაწმენდა – ჩვენი პროფესიაა

მიიღე სპეციალისტის უფასო კონსულტაცია ოპტიმალური არჩევნის გასაკეთებლად.